ოპოზიცია მმართველი გუნდის შემოთავაზებას უნდა დათანხმდეს, ან გამოიგლოვოს პროპორციული საარჩევნო სისტემა – თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდის შემოთავაზებას უნდა დათანხმდეს, ან გამოიგლოვოს პროპორციული საარჩევნო სისტემა.

“ეს მოლაპარაკებები მიმდინარეა, შესაბამისად, შეფასებები მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ უნდა გავაკეთოთ. დღესვე შეიძლება ითქვას… ჩემი გადასახედიდან, რომ ეს შეხვედრები საჭირო იყო, რათა მათი პოზიციები კიდევ ერთხელ მოგვესმინა. ჩვენ მათ არ ვატყუებთ, ვეუბნებით, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა, თუმცა მზად ვართ, რომ უფრო მეტად პროპორციული გავხადოთ (საარჩევნო) სისტემა. ახლა მათგან ველოდებით პასუხს… მოლაპარაკება მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, გამოიგლოვონ [ერთი ცნობილი ფილმის არ იყოს] ეს თავიანთი პროპორციული (სისტემა) და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება”, – განაცხადა წულუკიანმა.