„დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად”, – ლუკა კალანდია

საქალაქო სასამართლოსთან ზაზა სარალიძე და მიხეილ კალანდიას მამა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამასთან დაკავშირებით, მიხეილ კალანდიას ძმამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ორი წელია კალანდიები ჩუმად არიან, ამიტომ მათ ყველამ „თავზე გადაუარა“.

ლუკა კალანდია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი პროვოცირებული იყო.
„გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ზურაბ თოდუას რომ უთხრა, ეს იყო განაჩენიო. რას ეძახის განაჩენს, ამდენი ხანი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება რომ არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ? ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ერთი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას? ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს? ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თვაზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად”, – აცხადებს ლუკა კალანდია.