ზაზა სარალიძე და მიხეილ კალანდიას მამა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური ატყდა. მიხეილ კალანდიას მამა და ზაზა სარალიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ცნობისთვის, მოწმის დაკითხვიდას ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

„დანარჩენი ბატონო ზურაბ თქვენზეა, საკმარისი იყო ჩემთვის ეს ჩვენება”, – მიმართა სარალიძემ კალანდიას ადვოკატს.მის ამ ქმედებას მიხეილ კალანდიის მამისა და ძმის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.
“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“ – აცხადებს კალანდიას მამა.

“მე მაგას კაცად არ ვთლი! ხელებს რომ აბრახუნებს და სპექტაკლებს დგამს, უნიჭო მსახიობია… თქვენ ვერ ატყობთ, ვერ ხედავთ? ჩალითაა ქვეყანა დახურული და ვერ ატყობთ რომ ქორვაჭარია? ვინც მეტ ფულს უხდის, იმისკენ რომ არის, ვერ ხედავთ?“- თქვა კალანდიას მამამ ჟურნალისტებთან.

სიტუაცია მანდატურებს ცარევის შემდეგ განეიტრალდა.