2019 წელს 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო ექსპორტირდა

2019 წელს საქართველოდან 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო ექსპორტირდა. ეს მაჩვენებელი წინა წლისაზე 9 პროცენტით მაღალია, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალია.
ღვინის ეროვნული სააგენტო ასევე აცხადებს, რომ გაყიდული ღვინის ღირებულებამ 240 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

„ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 17 პროცენტი (4114972 ბოთლი), ჩინეთი – ორი პროცენტი (7089259 ბოთლი), აშშ – 48 პროცენტი (678148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 60 პროცენტი (168307 ბოთლი).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 45 პროცენტი (708408 ბოთლი), გერმანია – 40 პროცენტი (671 453 ბოთლი), ბელარუსი – 74 პროცენტი (2787065 ბოთლი), ისრაელი – 80 პროცენტი (324700 ბოთლი), ესტონეთი – 20 პროცენტი (693248 ბოთლი), რუსეთი – ცხრა პროცენტი (58384540 ბოთლი), მოლდოვა – 8738 პროცენტი (625724 ბოთლი), ნიდერლანდები – 17 პროცენტი (96464 ბოთლი), ჩეხეთი – 34 პროცენტი (83136 ბოთლი), შვედეთი – 636 პროცენტი (92214 ბოთლი), ბულგარეთი – 30 პროცენტი (34734 ბოთლი), მონღოლეთი – 40 პროცენტი (297576 ბოთლი) და ა.შ.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ღვინო 341-მა სხვადასხვა კომპანიამ შეიძინა.

მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67 პროცენტი). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა – 38 პროცენტი).