კონგრესმენებმა გახარიას არჩევნების ლეგიტიმურობისკენ მოუწოდეს

4 კონგრესმენის წერილში, რომელიც გიორგი გახარიასკენ იყო მიმართული აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2020 წელი უნდა დაიცვას როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი ჩარევებისგანაც.

კონგრესმენებმა წერილში გამოხატეს იმედი, რომ საქართველო თანამშრომლობას გამოხატავს თანამშრომლობას ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა საქართველოში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს.

„საქართველო ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან.
თქვენს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოგზავნილ პასუხში, თქვენ გვარწმუნებთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაიმართება უმაღლესი სტანდარტებით (ნორმების დაცვით). ბოლო მოხსენებების მიხედვით, Facebook-მა დახურა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ანგარიშები. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ დემოკრატიისა და დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას, უბრალოდ მიუღებელია“, – აღნიშნულია კონგრესმენთა წერილში.