საქართველოს ხელისუფლებამ კონგრესმენების წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს – მაიკლ კარპენტერი

ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონგრესმენების წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.

მან დასძინა, რომ წერილში არის გაფრთხილება ნეგატიური ტენდენციების შესახებ, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს ეხება.

“საქართველოს მთავრობამ ეს წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება ნეგატიური ტრენდების შესახებ: სამთავრობო ტენდერების პოლიტიზირება, გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალაუფლების კონცენტრაციია. ეს საქართველოს მეგობრებისგან მომდინარეობს”,- აცხადებს მაიკლ კარპენტერი.