ტრამპის მკაცრი ტონი ევროპის გასაგონად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ავტომობილების იმპორტზე მაღალ ტარიფებს დააწესებს, თუ ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას არ დათანხმდება.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მან ეს საკითხი ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას დააყენა.
„მე შევხვდი ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელს, რომელიც შესანიშნავია. მე ძალიან კარგი საუბარი მქონდა. თუმცა ვთქვი, „მისმინე, თუ ჩვენ არ მივიღებთ რამეს, მე მომიწევს ზომების მიღება“ და ეს ზომები იქნება მათ მანქანებზე და სხვა პროდუქციაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, ძალიან მაღალი ტარიფების დაწესება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა CNN-თან განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, რომლითაც ვაშინგტონისთვის უფრო მეტად ხელსაყრელი პირობები იქნება გათვალისწინებული. ასევე დაამატა, რომ ევროკავშირს მოუწევს სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი ევროკავშირს ავტომობილებზე ტარიფების დაწესებით ემუქრება.
ანალოგიური ინიციატივა ტრამპმა არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე დაუწესა ჩინეთს, თუმცა მეტალურგიის პროდუქციაზე. მაშინაც ტრამპს აკრიტიკებდნენ, თუმცა ჩინეთთან მკაცრმა ტონმა გაჭრა და 25%-იანმა დამატებითმა გადასახადმა ამერიკას დიდი შემოსავლები მოუტანა.