მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აუკრძალეს

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი ცოტა ხანში დაიწყება.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აწერს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს გაფრთხილების მიუხედავად, სასულიერო პირი ავრცელებდა მაღალ იერარქთა და საპატრიარქოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.