პარლამენტთან საპროტესტო შინაარსის წარწერები მწვანე ჯებირებზე

პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. შეკრებილებმა პარლამენტთან დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკანონმდებლო ორგანოს წინ სივრცის შემოღობვა გააპროტესტეს.

“კალა მონობა სირცხვილია,” “ბიძინას ბოსტანი” – ამ შინაარსის საპროტესტო წარწერები მოძრაობა “შეცვალეს” და “სირცხვილიას“ წევრებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართულ მწვანე ჯებირებზე გააკეთეს და მავთულხლართები შემოავლეს.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აქციაზე მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმაც და აღნიშნა, რომ პროტესტი გაგრძელდება.

ეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.