ვაშაძე აბსურდულ განცხადებებს არ ეშვება

რუსეთთან კავშირში შემჩნეული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნაც ხროვის მონაპოვარია. როგორც ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, „აქ * არავინ არ არის“, თუმცა, როგორც ჩანს უკრაინიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. სააკაშვილის ფრიადოსანი მოსწავლე აღნიშნავს, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამოგლიჯა ოლიგარქს ხელიდან პროპორციული არჩევნების დაპირება”. მისი აბსურდული განცხადება გააკრიტიკა, როგორც მისმა თანაგუნდელებმა, ასევე სხვა ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა. როგორც ჩანს, ვაშაძე სრულად ვერ ჩაწვდა „მამა“ სააკაშვილის დავალებას.
“როგორ არ ყოფილა, მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი. ახალგაზრდები და ეს ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია და ამის დოკუმენტური მტკიცებულება ძალიან ადვილად მოიპოვება” – დასძინა ვაშაძემ. ამ განცხადებით მან იმ გულუბრყვილო თანამოაზრეებსაც მიაყენა შეურაცხყოფა, რომლების სამშობლოს დაცვის მიზნით ხელებაწეულნი ებრძოდნენ იმ პრობლემებს, რომლებსაც თავიანთი იდიოლოგიის ლიდერები უხატავდნენ.