დღეიდან 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციას იწყებს

დღეს, თბილისის მერია 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციას იწყებს. ეს ინფორმაცია თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყველანაირად იქნება მოწესრიგებული. იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, გამწვანების სამუშაოები იწარმოებს და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როცა დავამთავრებთ სამუშაოებს“, – აცხადებს კალაძე.