აშშ-ში კორონავირუსი დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ირკვევა, რომ დაინფიცირებული ადამიანი სიეტლში ჩინეთიდან ჩამოვიდა. ვირუსის მატარებელი 30 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები ქვეყანაში ვირუსის გამრავლებას ელიან და მედიკამენტის შემუშავებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჩინეთი აცხადებს, რომ ქვეყეანაში ახალი ვირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან უმეტესობა კი ქალაქ ვუჰანში.

ვირუსით დაავადების შემთხვევები ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაივანშიც დადასტურდა. ცნობისთვის, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.