კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 440-მდე გაიზარდა

ეროვნული ჯანდაცვის კომისია აცხადებს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 440-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
„დაავადება გადადის სასუნთქი გზების საშუალებით. არსებობს ვირუსული მუტაციის შესაძლებლობა და დაავადების შემდგომი გავრცელება”, – აცხადებს ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.