გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით, დღეს, საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
გენერალური პროკურორობის ყველა კანდიდატს შეამოწმებენ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
ცნობისთვის, საბჭოს წევრები ასევე განიხილავენ კანდიდატების შერჩევის წესსაც.