კონგრესმენების მორიგი წერილი პრემიერს

კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოს პრემიერს კიდევ 4-მა კონგრესმენმა გაუგზავნა წერილი. მასთან ერთად წერილის ავტორები გახდნენ გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი.

“დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკოლიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ”, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელში.