საქართველოს ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

თენგიზ სიგუა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ. მათ დასძინეს, რომ გამოძახებაზე მისულ ბრიგადას სიგუა უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შეგახსენებთ, სიგუა 1990 წლის 15 ნოემბრიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, მას შემდეგ, რაც გამსახურდია გარდაიცვალა სიგუა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1991 წელს ის პრემიერი გახდა, 1993 წელს კი თანამდებობა დატოვა.