„გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც ცნობილი პიროვნებაა. იგი იყო სააკაშვილის სფიჩრაითერი” – ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „”ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს პასუხი გასცეს ამ შეკითხვებზე. 2 წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამით საკმაოდ ნათელი სურაში დაიხატა.
„გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც ცნობილი პიროვნებაა. იგი იყო სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი, ისევე, როგორც ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის დაქვემდებარებაშიც კი მუშაობდა, როდესაც პოროშენკომ მრჩეველთა საბჭო შეკრიბა. ასე რომ, მიკერძოება ერთია, საკითხები სერიოზულია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა საკითხზე არსებობს ძალიან ლოგიკური, დასაბუთებული პასუხები, რაც სამწუხაროდ არ მოისმინეს და ალბათ სხვა ფორმა უნდა მოვძებნოთ, რომ ეს პასუხები ინტენსიურად და ხმამაღლა ისმოდეს“ ,- ამბობს ვოლსკი.