სამეფო ოჯახის ბედნიერი წევრი

ბევრი ოცნებობს პრინცობაზე, ზოგი პრინცესობაზე, თუმცა ნამდვილმა პრინცმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს ზედმეტ თავისტკივილებს გაქცეოდნენ. იმ დროს, როდესაც სამეფო ოჯახის წევრები აფრიკისა და დიდი ბრიტანეთის ინვესტირების სამიტზე იმყოფებიან მეგან მარკლი პატარა პრინც არჩისთან ერთად წვიმიან ამინდში მშვიდად სეირნობს. მას ორი პატარა მეგობარი ახლავს თან ერთად კი მათ არც წვიმა აშინებთ არც სხვა საკაცობრიო პრობლემებ. პაპარაცის კამერაში ასევე მოხვდნენ მარკლის დაცვის წევრებიც, რომლებიც დედისა და შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

მარკლის კვლავ სპორტული, ტანზე გამოყვანილი სამოსი აცვია, ამან კი მიიპყრო საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება, რადგან სამეგო ოჯახისთვის მსგავსი ჩაცმულობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.

ფოტოს გამოჩენისთანავე საზოგადებიდან არაერთგვაროვანი აზრი წამოვიდა, ზოგმა გააკრიტიკა, ზოგმა აღნიშნა, რომ დაიკლო, ზოგმაც კიდევ ერთხელ მოიწონა მისი გადაწყვეტილება სამეფო ოჯახიდან წამოსვლასთან დაკავშირებით.