კიბოს წამალი გამოიგონეს?

BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მეცნიერებმა გამოიგონეს ისეთი იმუნური სისტემის ახალი ნაწილი, რომელიც ყველანაირ კიბოს განკურნავს. ჯერჯერობით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად მედიკამენტმა უკვე განკურნა მკერდის, პროსტატის, ფილტვის და სხვა კიბოები.

ცნობისთვის, მედიკამენტი ადამიანზე ჯერ არ გამოუცდიათ, თუმცა მკვლევრების აზრით მას დიდი პოტენციალი აქვს. ჯერჯერობით მუშაობა ძალიან ადრეა, თუმცა მეცნიერების აზრით, პროცესი ძალიან ამაღელვებელია.

მეცნიერები ცდილობდნენ აღმოეჩინათ ონკოლოგიურ დაავადებათა განსაკურნებელი „უჩვეული“ ხერხი და შემთხვევით აღმოაჩინეს T-უჯრედები – იმუნური უჯრედები, რომლებსაც ძალ უძთ ბუნებრივად შეებრძოლონ სიმსივნურ წანაზარდებს. აღსანიშნავია, რომ მას ბრძოლა სხვადასხვა სახის კიბოს უჯრედებთან შეუძლია. ცნობიშტვის, T-უჯრედები მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს ებრძვიან, ჯანსაღს კი არ ეხებიან.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მკურნალობა შემდეგნაირად განცითარდება: პაციენტებს აუღებენ სისხლს, ამოითებენ T-უჯრედებს, შემდეგ კი მოხდება მათი მოდიფიკაცია, რათა კიბოს უჯრედები აღოაჩინონ. შემდეგ განახლებულ უჯრედებს უფრო მეტი რაოდენობით „გაზრდიან“ ლაბორატორიაში. თუმცა, სანამ მედიკამენტს ადამიანზე გამოცდიან წინ კიდევ ბევრი კვლევაა.