სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ხემი პერესთან

საქართველოს პირველი პირი იერუსალიმში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ის იერუსალიმში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო.

ცნობისთვის, პრეზიდენტს მასპინძლობა შიმონ პერესის ვაჟმა, ხემი პერესმა გაუწია. საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.
“ჩვენ შემოვიარეთ საგამოფენო დარბაზები, სადაც პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება ენახა ისრაელის ისტორია – თუ როგორ ჩამოყალიბდა ის ინოვაციების ერად. ვნახეთ მომავლის გამოწვევების ნაწილი და მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობები. დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზი, რომელიც ასახავს ისრაელის კომპანიების საქმიანობას ჯანდაცვის, მდგრადი განვითარების, კიბერნეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიმართულებით.

ჩვენ წარვუდგინეთ მას ისრაელის გლობალურ და ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული მიღწევები,” – აცხადებს ხემი პერესი.

ცნობისთვის, თავისი უცხპვრების უკანასკნელ დღეებამდე მიშონ პერესი ამ ცენტრში მუშაობდა. საქართველოს პრეზიდენტს მიეცა საშუალება მისი სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინა.