„პენიტენციურ სისტემაში რაღაც დონის წესრიგი კახიშვილის დროს იყო” – ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ აუცილებელია შენარჩუნდეს ისეთივე წესრიგი პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორიც კახიშვილის დროს იყო.

ექსპერტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შედარებაც არ შეიძლება იმ სისტემასთან რაც იყო სააკაშვილის დროს. პენიტენციურ სისტემაში რაღაც დონის წესრიგი კახიშვილის დროს იყო, საჭირო იყო მისი შენარჩუნება და გამყარება. ასეთი სტრუქტურების მექანიკური შეერთება, როცა ხდება იქ ირევა ყველაფერი. მე ვფიქრობ, გაერთიანების გამო რაღაც ყურადღება მოაკლდა ამ სისტემას. პენიტენციურ სისტემაში ძალიან ბევრი ინტერესები იკვეთება, როგორც პიროვნული, ისე უწყებრივი. უკეთესი ნაბიჯები კი კახიშვილის დროს გადაიდგა და ეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ადრე იყო ცუდი, არასწორია. ცუდი იყო, ნამდვილად, მაგრამ იმასთან შედარება კი არ გვინდა, გვინდა რომ ძალიან წინ წავიდეთ, მოიხსნას საქართველოში პენიტენციურ სისტემაში უარყოფითი შეფასებები, იქნება ეს ქურდული მენტალიტეტი, ე.წ. ობშჩიაკები, წამება თუ ა.შ. წინ უნდა წავიდეთ“, – აცხადებს ძაბირაძე.