„ყურდსის ძალების“ ახალი მეთაური შურისძიებით იმუქრება

ირანის „ყუდსის ძალების“ ახალმა მეთაურმა, ისმაილ გაანიმ, განაცხადა, რომ მათ მტერს მხოლოდ „ძალის ენა“ ესმით. მან განაცხადა, რომ სოლეიმანის მკვლელები აუცილებლად პაუხს აგებენ.

„ისინი გენერალ სოლეიმანს ლაჩრულად დაეხსნენ თავს, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების მაძიებელ ადამიანებს სურთ შური იძიონ და ღმერთის წყალობით, ღმერთის დახმარებით მტრებს რაინდულად დავარტყამთ“,- აცხადებს ყაანი.