გვარამია მორიგ გადატრიალებას გეგმავს?

ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული ოპოზიციური დაჯგუფების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მოტრფიალე, ნიკა გვარამია, ცნობილი სისხლიანი ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყანაში მორიგ გადატრიალებაზე საუბრობს. მან საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა განცხადება, რომელიც ხელისუფლების დამხობის სურვილითაა განმსჭვალული. შეგახსენებთ, გვარამიას წინააღმდეგ ერთხელ უკვე აღიძრა საქმე, როდესაც მან პირდაპირ მოუწოდა საზოგადოებას გამოსულიყვნენ და დაემხოთ ხელისუფლება. ისმის კითხვა, რატომ? ამაზე პასუხი მარტივია. მას და მისი იდეოლოგიის „მამას“, გაქცეულ პრეზიდენტს, ერთადეთი, რისი სურვილიც ამოძრავებთ, ქვეყნის სათავეში მოსვლა და ძალაუფლების ქონაა, რადგან კვლავ განმეორდეს საქართველოში 26 მაისი და 7 ნოემბერი. საინტერესოა, როგორ უნდა ვენდოთ ისეთ „ლიდერებს“ რომლებიც ძალაუფლების მოპოვებისთვის მზად არიან ქვეყნის სრული დესტრუქციისთვის.