რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციით, რომელიც ახლაა ცნობილი, წყლის გამაცხელებლიდან სახლში CO ჟონავდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება 240-ე მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს.