თეა წულუკიანი ლომჯარიას საქმიანობას აკრიტიკებს

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტზე თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას საქმიანობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის არ არის ბიძინა ივანიშვილის დამცველი როდესაც მას ლანძღავენ.

„ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი პროგრესზე. ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე. თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება. არ ხართ ჩემი ომბუდსმენი. ახლახან მოვისმინე და ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის (ოხანაშვილი)მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ ან პოლიციელი დაიცავით, ან დეპუტატი დაიცავით, ან მინისტრი დაიცავით, ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, ცემენ და წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში.“ – აცხადებს წულუკიანი.