თბილისს ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი შეემატა

თბილისის მერმა მოსახლეობას ISUZU-ს 40 ახალი მანქანა წარუდგინა და განაცხადა, რომ “კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა, იმ პოლიტიკის ერთერთი ნაწილია, რომელიც საზოგადოებას ორი წლის წინ
წარვუდგინეთ,”.

40 ავტობუსი 8 მარშრუტზე გადანაწილდა.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი მოწესრიგებული და გამართული იყოს, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია. ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკის სრულ ჩანაცვლებას ძალიან მალე დავასრულებთ, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. პარალელურად, გვინდა, დამატებით შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები, რათა
ქალაქში გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს,” – ამბობს კალაძე.

წარმოგიდგენც მარშრუტებისა და ავტობუსების სიას:
N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მე-4 მიკრორაიონი;
N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება;
N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი;
N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი;
N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“;
N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება;
N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა;
N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.