„ქალბატონო ნინო, ამ სამსახურს არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური“ – წულუკიანი ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა ნინო ლომჯარიას ტერმინების გადახედვისკენ მოუწოდა.

მან ლომჯარიას განუმარტა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას პენიტენციური ეწოდება და არა პენიტენციალური.

„ქალბატონო ნინო, ამ სამსახურს არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური. ამიტომ, გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი მაღალი, ოფიციალური ტრიბუნიდან ვსაუბრობთ“,- აცხადებს იუსტიციის მინისტრი.