ბათუმელი ძაღლი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ABC News-ი აქვეყნებს ვიდეოს ცნობილი ბათუმელი ძაღლით, რომელიც ბავშვებს ქუჩაზე გადასვლაში ეხმარება. ვიდეოს სახელად “ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში” უწოდეს.

ვიდეოს ბათუმის მოქალაქე ბექა ცინცაძე ავრცელებს და აცხადებს, რომ ძაღლი რამდენიმე წელია ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ცხოვრობს. მსურველებს ძაღლი მზიან ამინდში, მელიქიშვილზე, ცენტრალურ პარკთან შეუძლიათ იხილონ.

მზიან ამინდში ბაღების აღმზრდელებს ბავშვები პარკში მიჰყავთ. ძაღლი, რომელსაც ხან ყურშას, კუპატას, ბიმის, ხან კი ბროლიას ეძახიან, ცდილობს ბავშვები ქუჩის მეორე მხარეს გადაიყვანოს.

Stray dog helps kids cross road in eastern European country of Georgia

CROSSING GUARD DOG: This very considerate stray pup has become an internet sensation after it helped a group of schoolchildren safely get across a busy street in Eastern Europe. https://abcn.ws/38qLed8

Gepostet von ABC News am Montag, 20. Januar 2020