ერაყში მორიგ აქციას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეტაკების შედეგად აქციის 4 მონაწილდე და პოლიციის 2 თანამშრომელი გარდაიცვალა. პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, ორი ადამიანი სწორედ ტყვიით, ხოლო ერთი ცრემლსადენი გაზის კასრის დარტყმისგან გარდაიცვალა. რაც შეეხება მეოთხე დემონსტრანტს, ის ქალაქ კერბალში ასევე პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა.

რაც შეეხება 2 პოლიციელს, ისინი მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალნენ. ცნობისთვის, დაჭრილია 14 ადამიანი.

პროტესტის მიზეზი პრემიერის პირობის შეუსრულებლობა გახდა, კერძოდ, მან არ წარადგინა ერაყელებისთვის მისაღები ახალი მთავრობა.