ესპანეთში უამინდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში უამინდობას ორი დღის განმავლობაშ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით ქვეყნის 30 პროცენტში ამინდის გაუარესებას ელიან.

ცნობისთვის, ვალენსიაში ორი ადამიანი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, ავილაში ერთ ადამიანს სახურავის ნამტვრევები დაეცა, ხოლო კიდევ ერთს თოვლზე მოცურებული მანქანა დაეჯახა.