სკანდალური სიახლე ავიაკატასტროფის შესახებ

ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი „ტორ ემ1“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორი რაკეტით ჩამოაგდეს, აღნიშნულს სააგენტო Bloomberg-ი მეორე წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ „ბოინგ 737“-ს მოკლე მანძილზე მოქმედი „მიწა-ჰაერის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.
11 იანვარს, თეირანში რაკეტები უკრაინული ავიალაინერის მიმართულებით ჩრდილოეთის მიმართულებიდან გაუშვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიების სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
თეირანში მომხდარ ავიაკატასტროფას, ბორტზე მყოფთა სიცოცხლე ემსხვერპლა, რის შედეგადაც 176 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალურმა თეირანმა აღიარა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო.