პორტის მშენებელმა კომპანიამ ტერიტორიიდან ტექნიკის გაყვანა დაიწყო – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ პორტის მშენებელმა კომპანიამ ტერიტორიიდან ტექნიკის გაყვანა დაიწყო.
„დემონტაჟი არ ხდება, დემობილიზაცია ხდება სამშენებლო ტექნიკის, რაც შემოყვანილი ჰყავდათ: მილები, რითაც იტუმბებოდა წყლიდან ქვიშა და კონტეინერები, რაც ჰქონდათ. მთელი მობილიზაცია რაც იყო გაკეთებული სამშენებლო ტექნიკის, იმის დემობილიზაცია ხდება ახლა. დატოვებული იყო ეს ყველაფერი, რადგან გაზაფხულისთვის უნდა განახლებულიყო სამშენებლო სამუშაოები და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც იცით, არ გრძელდება, შესაბამისად, ეს ტექნიკა გაჰყავთ. დღეს მიმდინარეობდა სამუშაოები, თუმცა ახლა არ მგონია, კვლავ მიმდინარეობდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ კონსორციუმთან ხელშეკრულება ოფიციალურად 9 იანვარს გაწყვიტა.