ტელეფონის ელემენტი, რომელიც 5 დღე ძლებს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შემუშავდა ახალი სახის ელემენტი, რომლითაც სმარტფონი 5 დღის განმავლობაში იმუშავებს. ელექტრომობილის ერთი დამუხტვით კი 1000 კილომეტრის გავლა იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, აცხადებენ, რომ გამოგონილი ტექნოლოგიის ფართომასტაბიანი გამოყენება მსოფლიოს დაეცმარება მწვანე ენერგიაზე გადასვლაში.
ტექნოლოგიაზე, რომელსაც ლითიუმ-გოგირდის ელემენტს უწოდებენ, მელბურნის უნივერსიტეტმა იმუშავა. მათ აღნიშნეს, რომ მოცემული ელემენტი ტრადიციულზე 4-ჯერ უკეთესია.
მეცნიერები ავსტრალიაში მის დაპატენტებას აპირებენ, ხოლო წლის ბოლოსთვის მისი დატესტვაც იგეგმება.