საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში დღეს, 20 იანვარს საქართველოს ეროვნული გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. პლეიოფში გასული საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად მოხვდება ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის.

რევაზ ჩომახიძის გუნდმა პირველივე შეხვედრა სააფრანგეთს მოუგო (9:7) და ამით, ფაქტობრივად გაინაღდა პლეი ოფის საგზური. შემდეგ იყო მარცხი საბერძნეთთან (10:17) და იტალიასთან (6:18), თუმცა მთავარი მატჩი წინ არის: პლეი ოფში, რაც იგივე მერვედფინალია, საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში, რევაზ ჩომახიძის ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ უნგრეთს შეხვდება, ხოლო წაგების შემთხვევაში, მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების წყალბურთელები თამაშის წინ, ოპტიმისტურ განწყობაზე არიან. რუსეთთან ისტორიული მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე, დაიწყება.