ანრი ოხანაშვილი რობაქიძეზე: არ გამოვრიცხავ, მასზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვახტანგ რობაქიძე, რომელიც მის მუქარაშია ბრალდებული „შეკვეთით“ მოქმედებდა.
ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს და შემდგომ მასზე გაიშვიროს ხელი.

“ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს ის ყველაფერი, რაც განახორციელა, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა ან თვითდაზიანებები მიიყენოს, ან მასზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს. შემდგომ ჩემზე გამოიშვიროს ხელი. როგორც ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. ეს ზღაპრები მოუყვეს იმათ, ვინც ეს დაარიგეს”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

თავად რობაქიძე პოლიციას მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. იგი აღნიშნავს, რომ ალკოჰოლური თრობის შემოწმებისას, პოლიციამ მას მუცლის არეში ხელი დაარტყა.
ცნობისთვის, 19 იანვარს სასამართლომ რობაქიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.