არჩილ თალაკვაძე კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხს გამოეხმაურა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ პარტიის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ცალკე მენეჯმენტი, მართვა და კოორდინაცია.
თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტიაში და პარლამენტის შიგნითაც იყო განხილვა, როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული პრემიერის პრეროგატივაა.

„ამ შემთხვევაში ამ განხილვის ინიციატორი გახდა საზოგადოების და კულტურის სფეროს მუშაკთა მომართვა პარლამენტის და მთავრობის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იგნორირებას ვერ გავუკეთებთ საზოგადოების მოთხოვნას, რომ განვიხილოთ ეს საკითხი. რა არგუმენტებით მოხდება, თუ ეს მოხდება, გაყოფა თუ გამოყოფა, ვიმსჯელებთ მაშინ თუ მთავრობის მხრიდან მივიღებთ შესაბამის წინადადებას”, – განაცხადა თალაკვაძემ.