ვლადიმერ პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა – უკრაინის ლიდერი

უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვლადიმერ პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ეს პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ პუტინი კვლავ ფიქრობს, რომ „უკრაინა ქვეყანა არ არის“.

„არ ვიცი რას ფიქრობს ის. ჩემთვის არ უთქვამს. მე ვფიქრობ, მას ესმის ჩემი დამოკიდებულება: უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ დიდი სახელმწიფო ვართ, ყველაზე დიდი ევროპაში. ჩემი აზრით, მას ეს ესმის. რას ფიქრობს ამაზე? ეს მხოლოდ მან იცის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.