ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინიმ, „ტვიტერის“ მეშვეობით საქართველოს პრემიერს მიმართა. წერილში კონგრესმენმა გახარია “გაუარესებული დემოკრატიასა” და “პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ ეკონომიკურ კლიმატში” დაადანაშაულა.
“ამის შედეგია, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები ექსპოპროაციასა და შევიწროებას დაექვემდებარა”, – დაწერა კონგრესმენმა.
მან ამის მიზეზად ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი კომპანია და „ფეისბუქზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფების გაუქმება დაასახელა.
მან დასძინა, რომ აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას, საქართველო უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა.
მალინიმ, ასევე განაცხადა, რომ უერთდება კიზინგერსა და კონოლის წერილს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
მან გამოთქვა იმედი, რომ ქვეყანა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააგძელებს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას.
As a Member of the House Committee on Energy and Commerce, I sent this letter to the Georgian PM with concerns about the deteriorating economic climate for foreign direct investment, in particular for US energy companies. Economic Prosperity = Freedom! @TvMtavari @TVSGEORGIA pic.twitter.com/HZ0dSTjbAH
— Markwayne Mullin (@RepMullin) January 16, 2020