ტერაბანკს Fitch-მა საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა

Fitch Ratings-მა ტერაბანკს საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა. შეფასება დადებითი ფინანსური მაჩვენებლებითა და ახალ სტრატეგიებით მოიპოვეს, რომელიც მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის პოზიტიური შეფასება, როგორიც სააგენტო Fitch Ratings-ია, ჩვენთვის მნიშნველოვან ფაქტორს წარმოადგენს. იგი საერთაშორისო ინსტიტუტებისა თუ ინვესტორების ნდობას აძლიერებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერაბანკის მიერ არჩეული განვითარების ხაზი მართებული და შედეგიანია. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ სეგმენტად ისევ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება რჩება. ბანკი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც გააგრძელებს“, – აცხადებენ ტერაბანკში.

Fitch-ი აცხადებს, რომ 2016 წლის შემდეგ ტერაბანკის ისტორია საგრძნობლად გაუმჯობესდა. ცნობისთვის, Fitch-იმსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა.