150-მილიონიანი ინვესტიცია კურორტ “გოდერძის” ინფრასტრუქტურაში

კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპის ფარგლებში 150 მლნ ლარის ღირებულების 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თქმით, ამ დროისთვის კურორტზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ „გოდერძიზე“ 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კურორტის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროები, კოტეჯები, კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები და პიაცა „გოდერძი“ შენდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კურორტს 1300 განთავსების ადგილი დაემატება.