ირანში დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს

ირანში უკრაინული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში 10 დღის შემდეგ გადაასვენეს.
კატასტროფიდან ათი დღის განმავლობაში, ირანში უკრაინელი სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებიც დაღუპულთა იდენტიფიცირებას ცდილობდნენ.
ბორისპოლის აეროპორტში მივიდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მთავრობის წევრები.
ავიაკატასტროფა 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს მოხდა, როცა ავიალაინერი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.