ხალვაჩაურში ხანძრის შედეგად დაზიანებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ექიმი, გიორგი დავლიანიძე, აცხადებს, რომ მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ხელვაჩაურის ხანძრის დროს დაზიანდა, მძიმეა.
მას სხეულის 50% დამწვარი აქვს და კლინიკაში იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში მიიყვანეს. ცნობისთვის, მამაკაცი მდგომარეობიდან კვლავ არ გამოსულა.
„31 წლის მამაკაცს დამწვრობა ცეცხლის ალით აქვს მიღებული, სავარაუდოდ, ბინაში გაზი აფეთქდა, აალდა. პაციენტი ბათუმიდან სასწრაფო გადაუდებელმა დახმარებამ გადმოიყვანა და ამჟამად მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში გადის. მისი მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს სხეულის 50% აქვს დამწვარი. იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მას სპეციფიური ანტიშოკური თერაპია უტარდება“,- აცხადებს ექიმი.