ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაპატიმრებულ რობაქიძეს გირაო შეეფარდა

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს სასამართლომ 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ცნობისთვის, მისთვის გირაოს დაწესების მოთხოვნით თავად ბრალდების მხარემ მიმართა, მოსამართლემ კი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ბრალდებულს გირაოს გადასახდელად 40 დღიანი ვადა მისცეს, მანამდე კი საპურობილეში დარჩება.
დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტუკება „დაკვეთილი იყო“. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.