მალდივები მალე დაიტბორება?

მალდივები აცხადებს, რომ შესაძლოა რამდენიმე კუნძული დაიტბოროს, თუ ვერ მოახერხებენ შესაბამისი დაფინანსების მოპოვებას კლიმატის ცვლილებისთვის. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროვებს.

„პატარა ქვეყნებისთვის ეს ადვილი არაა. მანამ, ვიდრე დაფინანსებას მოვიპოვებთ, შესაძლოა, ყველა წყლის ქვეშ აღმოვჩნდეთ“, – აცხადებს აბდულა შაჰიდი.

ცნობისთვის, კუნძულის 80% ზღვის დონიდან დაახლოებთ, 1 მეტრზეა.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მთავრობა უკვე წლებია დაფინანსებას ეძებს, რათა აწეულ ზღვის დონეს მომზადებულად შეხვდეს. მოპოვებული თანხით იგეგმება „ზღვის კედლების“ აშენება.