ფილმები, რომლებმაც ჯიმ ქერი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა

გუშინ ჯიმ ქერის დაბადების დღე იყო. ის 1962 წლის 17 იანვარს კანადაში დაიბადა. მას 6 ოჯახის წევრი ჰყავდა და მისი ნათესავის მდელოზე გაჩერებულ ტრაილერში ცხოვრობდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ის ადგილობრივ ქარხანაში ტუალეტების, ირატაკებისა და კედლების სახეხად მიდიოდა, სახლში დაბრუნების შემდეგ კი სარკესთან დგებოდა და სასაცილო სახეებს იღებდა.
შეგახსენებთ ფილმებს ჯიმ ქერის მონაწილეობით, რომელიც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი გახდა:

LIAR LIAR
ფილმში ის მატყუარა ადვოკატია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ ტყუილებს ვეღარ ამბოსბ.

THE TRUMAN SHOW
ფილმში ჯიმ ქერი ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ 30 წელია მას ტელეეკრანებიდან აკვირდებიან, ხოლო მის ირგვლივ მსახიობები არიან.

MAN ON THE MOON
ამ ფილმში მან ენდი კაუფმანი განასახიერა. მან იმდენად ორიგინალურად შეასრულა საკუთარი როლი, რომ უკვდავი პერსონაჟი შექმნა.

BRUCE ALMIGHTY
ფილმში მისი პერსონაჟი სასწაულებრივ ძალებს იღებს და შემდეგ ყველაფერი განსხვავებული შედეგებით ვითარდება.

ETERNAL SUNSHINE OF THE SPOTLESS MIND
ამ ფილმში შესრულებული როლი შეიძლება ითქვას, რომ მის კარიერაში ყველაზე არაკომიკურია. პესონაჟმა ფილმში სცადა წაეშალა არასასურველი მოგონება მისი ცხოვრებიდან.

THE MASK
ფილმის პერსონაჟს ხელში ნიღაბი ცაუვარდება, მისი მორგების შემდეგ კი ის ყოვლისშემძლე ხდება.