„ის ჩვენი დროის უდიდესი ხელოვანია” – ნიკ ქეივსი ქანიე ვესტზე

ნიკ ქეივს ინტერაქციულ საიტზე ჰკითხეს არის თუ არა ქანიე ვესრი, მისი აზრით, მსოფლიოს უდიდესი ხელოვანი, რაზეც მან უპასუხა რომ არის.

“შემოქმედებითი პროცესი – ერთგვარი სიგიჟეა, ჩვენ საკუთარ ხედვას ვუღრმავდებით, მასში ვიძირებით. არ ვიცნობ მსოფლიოში არც ერთ შემოქმედს, რომელიც ქანიეზე უფრო მეტად არის თავისი შეშლილობის ერთგული, ამიტომაც, ამ მხრივ, ის ჩვენი დროის უდიდესი ხელოვანია” – აღნიშნა ქეივსმა.

ცნობისთვის, ქანიე ვესტმა ახლახან გამოუშვა ახალი ალბომი სახელად Jesus Is King, მასზე საუბრისას კი ახსენა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ხელოვანია.