ცხინვალი ბჟანიას განცხადებით გაოცებულია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი აცხადებს, რომ ცხინვალი შეშფოთებულია „აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ალსან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ სფეროში დიალოგის დამყარების შესახებ“. მან დასძინა, რომ ამ ქმედებისთვის მხარეებს შორის ნდობა ხელახლა უნდა აღდგეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა შეშფოთებულნი ვართ ამ ქმედებებით. მაგრამ, ვისთან და როგორ წარმართონ დიალოგი, ეს აფხაზეთის საშინაო საქმეებია და აფხაზი ხალხის არჩევანია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოძმე რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს“,- აცხადებს ზაზა დრიაევი.

მან დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთი არ აპირებს საქართველოსთან არანაირ დიალოგს მანამ, სანამ თბილისის არ აღიარებს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

მსგავსი სტატიები