შოთაძე ღირსეული და სამართლიანი ადამიანი – გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გენერალური პროკურორის კანდიდატებზე ისაუბრა, რომ მათგან მხოლოდ შოთაძეს იცნობს, ის კი, მისი აზრით, ღირსეული და სამართლიანი ადამიანია, რაც არაერთხელ დამტკიცდა ბოლო წლების განმავლობაში.

მან ასევე დასძინა, რომ ის ენდობა საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებებს და დასძინა, რომშოთაძე ერთადერთი ღირსეული კანდიდატი არ არის.

„ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე,“- აღნიშნავს პრემიერი.