„სამწუხაროა, რომ ამ კვლევითი ორგანიზაციის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს” – არჩილ თალაკვაძე

როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი სხდომებში არ მონაწილეობს და მესამე ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. ეს განცხადება მან NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა კვლევის ცდომლიებებიც:

„სამწუხაროა, რომ ამ კვლევითი ორგანიზაციის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს. რაც შეეხება ინსტიტუტებთან დაკავშირებულ რეიტინგებს, მე კონკრეტულად პარლამენტთან დაკავშირებით გიპასუხებთ, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი სხდომებში არ მონაწილეობს და მესამე ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ. ასე რომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, იფიქრონ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იმაზე, რომ ხელფასს იღებენ იმაში, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მონაწილეობდნენ კანონშემოქმედებით და ზედამხედველობის პროცესში“, – თქვა თავმჯდომარემ.