თბილისი თუ კვლავ უარს განაცხადებს, მინდია გორაძის მიღებაზე, ანკარას მისი გათავისუფლება მოუწევს

თურქეთის მედია ირყობინება, რომ საქართველო უარს ამბობს მიიღოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, თუქეთი კი მის ექსტრადიციას გეგმავს. ცნობისთვის, მინდია გორაძეს, იგივე მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში ეწურება და თბილისი თუ კვლავ უარს განაცხადებს მის მიღებაზე, ანკარას მოუწევს იგი გაათავისუფლოს.

ცნობისთვის, გორაძე ინტერპოლით იძებნებოდა და ის 2018 წლის 25 ოქტომბერს ტრაპიზონში დააკავეს. დაკავების შემდეგ ის მალევე გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ ისევ დაიჭირეს.

„მას შემდეგ თურქეთი ცდილობს დიპლომატიური არხებით ზეწოლა მოახდინოს თბილისზე მის ექტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ“ – აცხადებნ თურქულ მედიაში.